უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება - იენს სტოლტენბერგი 

25 ივნისი 2022, 14:25 802 ნახვა

უკრაინაში რუსეთის  შეჭრის გამო დაწყებული ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ესპანურ გამოცემა „ელ-პაისთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, სავარაუდოა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ომი ერთ-ერთი მხარის სრული დამარცხებით დასრულდება. დაამატა, რომ მათი პასუხისმგებლობაა, უკრაინას რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია ჰქონდეს.

საუკეთესო გზა კი ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებაა.-თქვა სტოლტენბერგმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი