დღეს ''დინამო'' ბათუმი ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბოლნისის ''სიონს'' უმასპინძლებს.
18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 41 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია, ხოლო ''სიონი'' 20 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
გასულ ორ წრეში გუნდებმა ორი შეხვედრა ითამაშეს და ერთი ბათუმელებმა მოიგეს, ხოლო ერთიც ფრედ დასრულდა.
მატჩი დღეს 25 ივნისს ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება.