პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას პრემიერ მინისტრმა, მოქალაქეებს 10 წლის შედეგები გააცნო, რომელიც კონკრეტულ რეიტინგებშია ასახული. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ასევე აღნიშნა, რომ საშუალო შემოსავლის ქვეყნების სიაში ჩვენი ქვეყანა არის წამყვან ხუთეულში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, როდესაც ქვეყნის სათავეში "ქართული ოცნება" მოვიდა, სათავეში დემოკრატიის "არავითარი ნიშანწყალი არ იყო". პრემიერი ამბობს, რომ დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა.ირინე წუწუნავა მუშაობდა თემაზე და სწორედ მისი რეპორტაჟიდან გავიგებთ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის დეტალებს.