შემოსავლების სამსახურის სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
უწყების ინფორმაციით, მომავალი მებაჟე-ოფიცრები საქართველოს სხვადასხვა საბაჟო გამშვებ პუნქტსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დასაქმდებიან.
მათ შორის 5 კურსდამთავრებული ,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, 7 - ,,ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ხოლო 1 მებაჟე ოფიცერი ,,ბათუმის" პორტში იმუშავებს.