დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - შარლ მიშელი

21 ივნისი 2022, 05:24 998 ნახვა

ახლა არის დრო, გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირის 27-ივე ქვეყნის ლიდერებს რამდენიმე დღეში დაგეგმილ სამიტზე უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ომიდან გამომდინარე ევროპა უკრაინისთვის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი