საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში სამი მოქმედი მინისტრი ოპოზიციონერებთან დამარცხდა. ქვეყანაში არჩევნების მე-2 ტური გაიმართა და ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მმართველმა კოალიციამ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ მას სხვა პარტიებთან მოუწევს შეთანხმება სასურველი რეფორმების გასატარებლად.