ბრაზილიის სამხრეთ რიუ გრანდე-დუ სულის შტატში ძლიერი სიცხეების გამო ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა სკოლებში სასწავლო პროცესი შეეჩერებინა.
2 320 საჯარო სკოლაში სწავლა 17 თებერვლამდე შეწყდა. საგაკვეთილო პროცესის გადადება მასწავლებელთა გაერთიანებამ მოითხოვა.
ბრაზილიის მეტეოროლოგიური ობსერვატორიის განცხადებით, რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა ცელსიუსით 40 გრადუსს გადააჭარბოს.