რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით მიიტანა იერიში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები რუსმა სამხედროებმა შავი ზღვიდან გაუშვეს.
რუსეთის არმიამ უკრაინის რეგიონებზე შეტევისთვის ასევე გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები.
რუსეთის არმიის თავდასხმის სამიზნე გახდა პოლტავის და ზაპოროჟიეს რეგიონები.