დედაქალაქის გარდა მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება, მათ შორის ბათუმშიც.
ორგანიზატორების თქმით, 19:00 საათზე ბათუმის ცენტრალურ პარკთან შეიკრიბებიან და მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლებენ, სადაც 20:00 საათზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია დაიწყება.
ელოდებიან, ყველას ვისთვისაც ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია.
როგორც ორგანიზატორები აანონსებენ, აქციაზე დაგეგმილია გამოსვლები, ამით მათ სურთ ხელისუფლებასა და ევროპულ საბჭოს კიდევ ერთხელ მიაწვდინონ ხმა, რომ მოქალაქეების მთავარი არჩევანი ევროპაა.