უკრაინა არის ომში, მოლდოვა მძიმე მდგომარეობაში, ნამდვილად არ მშურს და მინდა მივულოცო - ღარიბაშვილი 

20 ივნისი 2022, 11:28 880 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინას სტატუს აძლევენ იმიტომ, რომ ომშია, მოლდოვა კი მძიმე მდგომარეობაში. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორივე ქვეყანას რეფორმების გატარება მოსთხოვეს და კანდიდატის სტატუსი არის ავანსად მიცემული სტატუსი. 

''მინდა მოქალაქეებს განვუმარტო, რადგან ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვა დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა, უკრაინა. 

მოლდოვას და უკრაინას აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. ანუ მოლდოვას და უკრაინასაც ჩაუწერეს, რომ მიენიჭებათ მათ, მიმართავენ რეკომენდაციას საბჭოს, რომ მიენიჭოს პერსპექტივა და ასევე სტატუსი. ანუ რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვა, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში.  ამავდროულად მათაც სთხოვენ, მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას.

ჩვენს შემთხვევაში, არის პირიქით. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც არის დადებული, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი.

მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს ვითარებაში, ტერიტორიების 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან ბევრი ნაკადი იყო დევნილების, ლტოლვილების. ძალიან ბევრი როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მოლდოვას.

წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას აძლევენ სტატუსს, იმიტომ რომ ის არის ომში. თქვენ ნახეთ, რომ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება, მინდა ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება'' - განაცხადა პრემიერმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი