ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
„თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც სურს, გაწევრიანდეს ევროკავშირში და იღებ ასეთ შეფასებას კაია კალასისგან და გერმანია ეთანხმება მას, მაშინ პრობლემა გაქვთ – წერს პიტერ ფიშერი რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აზიარებს, კალასი ამბობს, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.