საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში

04 თებერვალი 2025, 15:08 100 ნახვა

პრეზიდენტის რანგში  მიხეილ ყაველაშვილმა დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა ყოფილ კოლეგებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი 5 წელი ხელისუფლების ორი შტო შეძლებს ურთიერთთანამშრომლობას.

რაც შეეხება მთავარ გზავნილებს, ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ახსენა ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნე ძალები და შეახსენა, რომ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის არჩევანს.

ქვეყნის მთავარ სარდალმა ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და განაცხადა, რომ ქვეყნის განადგურების საფრთხე ისევ არსებობს და, რომ ეს რისკები არ გაქრება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე. 

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში