აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
ელჩმა თავის მხრივ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.