ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კიევში მოულოდნელი ვიზიტით უკვე მეორედ ჩავიდა. პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ბორის ჯონსონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ქუჩებში გამოფენილი განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს, ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესთავაზა.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტიდან ორი თვის შემდეგ, უკრაინელების გამბედაობა, მონდომება და გამძლეობა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე.