სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

17 ივნისი 2022, 22:06 1226 ნახვა

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში სანდრომ იტალიელ ლუკა კურატოლის 15-11 მოუგო და კვარცხლბეგის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ქართველმა ფინალამდე უნგრელი არონ სილაგი, გერმანელი მატიას საბო, რუმინელი რაზვან ურსაჩი და  ფრანგი ელიოტ ბიბი დაამარცხა.

ბაზაძისთვის ეს კარიერის საუკეთესო შედეგია, მანამდე მას ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ სამი ბრინჯაოს მედალი ჰქოდა მოპოვებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი