ქუთაისში 50 წლამდე კაცი მოკლეს

17 ივნისი 2022, 10:11 953 ნახვა

ქუთაისში 50 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, მკვლელი და მოკლული მეზობლები არიან და მათ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის მოტივი უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში