სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ დღეს საქართველოს ეროვნულ ლიგში მე-17 ტურის 4 შეხვედრა გაიმართება.
მოქმედი ჩემპიონი "დინამო" ბათუმი გასვლაზე "გაგრას" ესტუმრება.
16 ჩატარებული მატჩის შემდეგ ბათუმელები 35 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, რაც შეეხებათ გაგრელებს, ისინი 17 ქულით მე-8 პოზიციას იკავებენ.
პირველ წრეში ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრა "დინამომ" შინ 5:2 მოიგო.
ეს დაპირისპირება თბილისში "დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება.
დღეს კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართება:
წყალტუბოს "სამგურალი" - თბილისის "დინამო" 18:00 საათი;
"ლოკომოტივი" - "საბურთალო" 18:00 საათი;
"ტორპედო" - "სიონი" 21:00 საათი.