ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის პუტინთან პირისპირი მოლაპარაკებისთვის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ამჯერად, დანიურ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის საკითხი მთლიანად პუტინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის დასასრულებლად ყველა არსებული შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის, პირდაპირი დიალოგი.