ტრამპი უკრაინის იშვიათი მინერალებით დაინტერესდა

04 თებერვალი 2025, 13:09 184 ნახვა

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  უკრაინისგან  რუსეთის წინააღმდეგ ომის მცდელობებში ვაშინგტონის ფინანსური მხარდაჭერისთვის  კომპენსაციის სახით დედამიწის იშვიათ  წიაღისეულს ითხოვს.  ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა მზადაა ამ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად  და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს გარიგება დადოს  300 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების სანაცვლოდ.  

ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნას გულისხმობს მომდევნო წლის განმავლობაში  და ვარაუდობს, რომ მას შეუძლია შეიძინოს ტიკ-ტოკის აპლიკაცია. ფონდის შექმნას კონგრესის თანხმობა დასჭირდება.

პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა მილიარდერ ილონ მასკზე და განაცხადა, რომ მასკი, რომელსაც მან დაავალა აშშ-ს მთავრობის შემცირება, მხოლოდ დამტკიცებულ ქმედებებს ახორციელებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში