თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს დასრულდება მოჭადრაკე ქალთა 79-ე ჩემპიონატი 10 მანდილოსნის მონაწილეობით. გუშინ ბოლოსწინა მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.
კვლავ წარმატებით ითამაშეს ლიდერებმა: სალომე მელიამ ალექსანდრა ვახანიას მოუგო, ნინო ბაციაშვილმა კი მაკა ფურცელაძე დაამარცხა. ორივე მოჭადრაკემ 7-7 ქულას მოუყარა თავი და ჩემპიონატზე ლიდერობენ.
დღეს დასკვნით ტურში სალომე მელია მესამე ადგილზე მყოფ მერი არაბიძეს ეთამაშება, რომელსაც 4 ქულა აქვს, ნინო ბაციაშვილი კი დიანა ლომაიას, რომელიც 3,5 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.