შეხვედრა რეკორდსმენთან 

13 ივნისი 2022, 17:57 753 ნახვა

ქართველმა სპორტსმენმა ბაგრატ ჟღენტმა  მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან კბილებით მატარებლის 47 ტონიანი 2 ვაგონი დაძრა და აქამდე დამყარებული მსოფლიო რეკორდი 7 ტონით გააუმჯობესა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმელ სთრონგმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და  მხარდაჭერას დაჰპირდა აგვისტოს თვეში ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე. 

ბაგრატ ჟღენტი  სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას, მათ შორის გემისა და ბოინგის გაწევას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში