აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმში ნოდარ დუმბაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებულ ძეგლზე გამოვლენილი მშენებლობის დარღვევის გამო ერთ-ერთი კომპანია განმეორებით დააჯარიმა.
თავდაპირველად 7 მარტს სააქციო საზოგადოება „ჟასმინი“ უნებართვო განხორციელებული სამუშაოების გამო 10 ათასი ლარით დაჯარიმდა, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო კომპანიას სამმაგი ოდენობის ფინანსური სანქცია დაეკისრა.