პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ყველაზე მეტი სწორედ „ქართულმა ოცნებამ'' გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ უკრაინას და მოლდოვას.
''რომ იძახიან - უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს სტატუსი, უკაცრავად... თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე.
მანამდე არაფერი ევროპული ქვეყანაში არ ხდებოდა. ეს იყო წმინდა, კლასიკური დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმის გამყარება ქვეყანაში, რომელიც ეფუძნებოდა ხალხის ჩაგვრას, წამებას, მკვლელობას და ა.შ. არ უნდა ყოფილიყო არაფერი თავისუფალი.
2017 წელს ჩვენმა პარტიამ კონსტიტუციაში ჩავწერეთ და განვსაზღვრეთ, რომ საგარეო-პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური. ეს არა მხოლოდ ჩავწერეთ, არამედ რეალური, ხელშესახები შედეგები მოვუტანეთ ქვეყანას და დღეს გამოდიან და ამბობენ: „თუ არ მივიღებთ სტატუსს, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა“. არც ერთ შემთხვევაში, მეგობრებო. მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი. დანარჩენი არის სამუშაო პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.
ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს? მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, ვინმეს გახსოვთ საერთოდ, გამოსულიყო და საჯაროდ დაეგმო რაიმე, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„სახალხო დამცველმა, ქალბატონმა ლომჯარიამ საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნიაო, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და, ვინ უნდა მიიღოს? ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს? ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, და მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, საჯაროდ დაეგმო რაიმე, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება. კეზერაშვილის სახით ბიზნესის მთავარი რეკეტიორი ჩაწერეს ამ სამარცხვინო რეზოლუციაში. შევახსენებ EPP-ის, მას შემდეგ, რაც იგი (კეზერაშვილი) წავიდა თანამდებობიდან, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მის კომპანიას. საიდან, მეგობრებო? ჯარის ძარცვიდან, ბიზნესის რეკეტისგან და მედია თავისუფლება რომ არის ქვეყანაში, ვინმეს რამე კითხვა აქვს ევროპასა და ამერიკაში? ყველამ ყველაფერი ძალიან კრგად იცის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.