ქართველი მშვილდოსანი ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს

13 ივნისი 2022, 10:42 710 ნახვა

ქართველმა მშვილდოსანმა ციკო ფუტკარაძემ მესამე ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა. მიუნხენში დასრულდა მესამე ევროპული თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრება და იწყება ევროპის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობს საქართველოს მშვილდოსანთა ეროვნული ნაკრები გუნდი. 

საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა მეორე ევროპული თამაშების მონაწილე ციკო ფუტკარაძემ, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი და მოიპოვა 2023 წლის ევროპული თამაშების ლიცენზია.

შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს დროში მიიღებს.

მესამე ევროპულ თამაშებს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი 2023 წელს უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი