რუსული ძალები ბახმუტს ბომბავენ

13 ივნისი 2022, 10:20 715 ნახვა

რუსული ძალები ბახმუტს ბომბავენ. ოკუპანტებმა ქალაქზე ავიაიერიში მიიტანეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ზოგიერთი მათგანიდან კი მოსახლეობა ვერც გამოდის, რადგან დაზიანებული კარის გაღებას ვერ ახერხებენ. მათ მაშველები ეხმარებიან. მტერი ბლოკავს ლოგისტიკური მიწოდების მარშრუტებს ბახმუტის დასახლებაში.

გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა გაანადგურეს ხიდი, რომელიც აკავშირებს ქალაქ სევეროდონეცკს ქალაქ ლისიჩანსკთან, შედეგად შესაძლო ევაკუაციის მარშრუტი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შეუძლებელი გახდება.

ლისიჩანსკში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და ოთხი სახლი და სავაჭრო ცენტრი განადგურდა. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს, ასევე უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს და მძიმე ბრძოლა გრძელდება.

ლისიჩანსკში რუსული დაბომბვის შედეგად, ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ყუმბარმტყორცნებით შეტევა განახორციელეს სუმის ოლქზეც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში