საქართველო ევრობასკეტის სამასპინძლოდ მზად არის

11 ივნისი 2022, 18:00 667 ნახვა

ქვეყანა ევრობასკეტის სამასპინძლოდ მზად არის - ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულებულია. 10 000 მაყურებელზე გათვლილი შენობა მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა.

ახალი სპორტის სასახლე დღეს საღამოს საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნება, თანხა კი უკრაინაში ომით დაზარალებულებს მოხმარდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, "ევრობასკეტი" 1 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი, 4 ივლისს პირველი სატესტო მატჩი გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში