ბრიფინგი გამართა ''სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერმა. მისი თქმით ''ქართული ოცნება'' ცდილობს, რომ დააჯეროს მოსახლეობა თითქოს ამერიკას და ევროპას სურთ საქართველოს ომში ჩათრევა და შესაბამისად ოპოზიციის ამოცანაა, რომ მოსახლეობას ამის შესახებ განმარტება გაუკეთოს.
მეორე საკითხი კი რაზეც გიორგი ვაშაძემ ისაუბრა ეხება ოპოზიციის კონსოლიდაციას ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით და ევროკავშირში მათ გარეშე შესვლას.