რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.
დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის, 2013 წელს ილიას მედალი ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის;
2010 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1981 წელს - საქართველოს სახალხო არტისტი. თემურ ჩხეიძე იყო საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები.