უკრაინაში რუსეთის ქმედებების ფონზე, საჭიროების შემთხვევაში, საქართვლოს თავდაცვის ძალების მზადყოფნა და სავალდებულო ჯარის რეფორმა- ეს არის კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გასცეს პარლამენტში მისულმა თავდაცვის მინისტრმა.
მმართველ გუნდს კი აინტერესებს ნატოსთან დაკავშირებით გეგმები და საქართველო - ამერიკის ურთიერთობის ასპექტი.
ჯუანშერ ბურჭულაძე "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, დეპუტატებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებას წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.