ვითარება უკრაინაში 

09 ივნისი 2022, 10:07 674 ნახვა

უკრაინაში ომის 106-ე დღე  ისევ საომარი მოქმედებების ფონზე გათენდა. ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლთა რიცხვი. რუსელი აგრესიის მსხვერპლი  263 ბავშვია  - დაშავებული კი  488 . გაეროს მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი დაშვებული დონეცკისა და ხარკოვის  ოლქებშია.   აგრესორების მთავარი სამიზნე ისევ დონეცკი და ლუგანსკია.

გასულ  ღამეს რუსულმა არმიამ აქ თითქმის 20 დასახლება  დაბომბა. არიან  დაღუპულები და  დაშავებულები.  განადგურებულია  სახლები და სკოლები. უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონებში ვითარება კვლავ მძიმე რჩება.

რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქ ბახმუტში, სკოლა განადგურდა. ლუგანსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს რუსები აკონტროლებენ, და რომ   რუსებმა საჰაერო დარტყმებითა და არტილერიით ქალაქის მიწასთან გასწორება დაიწყეს.  უკრაინის გენ შტაბით ბოლო ინფორმაციით, დამპყრობლები  ისევ აგრძელებენ სისუსტეების ძიებას სევეროდონეცკის დაცვაში. 

უკრაინული მედიის ცნობით,  რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.  რაც შეეხება საპორტო ქალაქში არსებულ მდგომარეობას. მარიუპოლში, შენობების ნანგრევებში, 100 - მდე ცხედარი იპოვეს. ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, უკრაინის დამცველები ხერსონს მიუახლოვდნენ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 30 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობა იუწყება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში