ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების თითქმის 20 დასახლება დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. განადგურებულია სახლები და სკოლები.
უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონებში ვითარება კვლავ მძიმე რჩება. ქალაქ ბახმუტში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, სკოლა განადგურდა.
ლუგანსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს რუსები აკონტროლებენ. რუსებმა საჰაერო დარტყმებითა და არტილერიით ქალაქის მიწასთან გასწორება დაიწყეს.
მარიუპოლში, შენობების ნანგრევებში, 100-მდე ცხედარი იპოვეს. ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, უკრაინის დამცველები ხერსონს მიუახლოვდნენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 30 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობა იუწყება.