დანიის პარლამენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა

08 ივნისი 2022, 10:08 485 ნახვა

დანიის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას  ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფორდმა ტვიტერზე დაწერა. "ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დანიის პარლამენტში ერთსულოვანი მხარდაჭერით უპასუხეს. 

სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირება ჩვენს ჩრდილოელ მეგობრებთან", - ნათქვამია წერილში. იეპე კოფორდმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დღეა ქვეყნებისთვის და მათთან სოლიდარობის ნიშანი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში