დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების ეროვნულ ყრილობაზე პირველად გამოჩნდა

16 ივლისი 2024, 11:26 377 ნახვა

დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების ეროვნულ ყრილობაზე პირველად გამოჩნდა და პარტიის მხარდამჭერებისგან ოვაციები დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ მასზე თავდასხმა მოხდა.

ტრამპი ქალაქ მილუოკის ცენტრში ფორუმზე სქელი ბინტით ყურზე გამოჩნდა. სავარაუდო მკვლელის ტყვია მას მარჯვენა ყურზე მოხვდა და სახე გაუკაწრა.

რესპუბლიკელებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს.

ყრილობაზე ტრამპმა ხმათა უმრავლესობა მიიღო. იგი 5 ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში