პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და მის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქმის აღძვრას აპირებს

15 ივლისი 2024, 19:57 380 ნახვა

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და მის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქმის აღძვრას აპირებს. განცხადება პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა გააკეთა. პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა დადასტურებულ ბრალდებას, რომ პარტია ღებულობდა უცხოურ დაფინანსებას წყაროებიდან, რომლებიც აკრძალულია პაკისტანში. ამას გარდა, იმრან ხანის პარტიის მხარდამჭერები გეგმავდნენ აჯანყებას, რომლის სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო-განაცხადა მინისტრმა ატაულა ტარარიმ.

ხანის პარტიის აკრძალვის საკითხი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილება, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ხანი ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა და 2022 წელს გადააყენეს პაკისტანის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შემდეგ. გასულის წლის აგვისტოდან უკანონო ქორწინების ბრალდებით პატიმრობაში მყოფი ხანი შაბათს  მესამე ცოლთან ერთად გაამართლეს, თუმცა მას ციხიდან არ გაათავისუფლებენ ხელისუფლების მიერ ახალი ბრალდების წაყენების შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში