ნანგრევებისგან ღაზის სექტორის გაწმენდას 100-ზე მეტი სატვირთო მანქანით 15 წელი დასჭირდება - გაერო

15 ივლისი 2024, 14:54 429 ნახვა

გაეროს შეფასებით, ომის შედეგად დაგროვილი 40 მილიონი ტონა ნანგრევებისგან ღაზის სექტორის გაწმენდას ასზე მეტი სატვირთო მანქანით 15 წელი დასჭირდება.

ორგანიზაციის განმარტებით, ღაზის ნანგრევებიდან გაწმენდის ოპერაცია 500-600 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ამასთან, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ივნისში გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, ღაზაში, ომის შედეგად, 137 297 შენობა დაზიანდა, რაც საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. აქედან მეოთხედზე მეტი განადგურდა, დაახლოებით მეათედი ძლიერ დაზიანდა და მესამედი საშუალო დონეზე დაზიანდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში