პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის 6 ივნისის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმენენ.
თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტში მაისის ბოლოს შევიდა და საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ადგილი ვაკანტურია.
საბჭო, რომელიც 9 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, ამჟამად 7 წევრისგან შედგება.
ნათია თურნავა 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.