რუსეთის ომი უკრაინაში

05 ივნისი 2022, 17:03 569 ნახვა

ოკუპანტებმა ლისიჩანსკში ჰუმანიტარული დახმარების საწყობი დაბომბეს, რომელსაც თავს 40 ადამიანი აფარებდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იერიშის შედეგად სხვა მაღალსართულიანი შენობებიც დაზიანდა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით სევეროდონეცკი შუაზეა გაყოფილი. აღნიშნავს, რომ ინფორმაცია თითქოს, რუსებმა სევეროდონეცკი აიღეს სიცრუეა.  უკრაინის საჰაერო ძალებმა მიკოლაევის ოლქში რუსული ავიაციის მიერ გასროლილი ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. ცეცხლი გაუჩნდა მარცვლეულის საწყობს, დაშავდა 29 ადამიანი, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება მარიუპოლს - იქ ვითარება კრიტიკულად მძიმეა. ქალაქში მოსახლეობას სასმელი წყლის მისაღებად, 2 დღიან რიგში უწევთ დგომა.  ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის  მრჩეველი ავრცელებს.

გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინის დედაქალაქში.  სარაკეტო თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. 

გვიან ღამით დაიბომბა დონეცკიც,  რის შედეგადაც გარდაიცვალა  5 და დაშავდა 20მდე ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში