ბათუმში გრძელდება საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ფარიკაობაში, რომელშიც აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს სახელით მოასპარეზე ჯამში 200-მდე მოფარიკავე მონაწილეობს. გუშინ შეჯიბრება რაპირით ფარიკაობაში გაგრძელდა.
2009 -2011 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის ტურნირის გამარჯვებული ბათუმის სპორტის სასახლის მოსწავლე ანანო ჯინჭარაძე გახდა, ხოლო ნინო ტუღუში და ელენე თურმანიძე მესამე ადგილზე გავიდნენ. დღეს ტურნირს დაშნით მოფარიკავეები დაასრულებენ.