78 წლის ასაკში რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა.რეჟისორმა ნახევარი საუკუნე თეატრს მიუძღვნა. თემურ ჩხეიძე არის 80 - მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლის ავტორი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის, 2013 წელს ილიას მედალი (მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა) ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის; 2010 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1981 წელს – საქართველოს სახალხო არტისტი.თემურ ჩხეიძე იყო საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, და ეს სრული ჩამონათვალი არ არის.