ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109 კგ. წონითი კატეგორიაში გიორგი ჩხეიძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გიორგი ატაცში 167/ 171/ 174 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აკვრაში კი 205/210 კილოგრამის ძლევით ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იგივე სინჯის მედალს დაეუფლა ჩხეიძე ორჭიდში მოგროვილი 384 კილოგრამითაც.
ეს გიორგი ჩხეიძის პირველი მედლებია დიდების ევროპის ჩემპიონატზე.
დღეს 4 ივნისს 20:00 საათიდან ქალთა 87 კგ ში ანასტასია გოტფრიდი გამოვა.
ევროპიროველობის დასკვნით დღეს კი 5 ივნისს 18:00 სთ. +109 კგ. ში მეექვსე ევროპის ჩემპიონობისთვის ლაშა ტალახაძე იბრძოლებს.