ოკუპანტები უკრაინის დაბომბვას ისევ აგრძელებენ. ცოტა ხნის წინ რუსებმა დონეცკის ოლქში, სვიატოგორსკის ლავრა დაბომბეს, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. რუსულ აგრესიას ნიკოლაევის ერთ-ერთი უბანში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 4.
ჩერნობილის რაიონში კი ტყეები იწვის, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
რაც შეეხება მარიუპოლს, აქ ოკუპანტები ტერიტორიას ნანგრევებისგან, დაღუპულებისა და ცხედრების ძიების გარეშე ასუფთავებენ.