ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა ალდემ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. რეზოლუციაზე 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ - "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "თავისუფალი დემოკრატებმა", "რესპუბლიკელებმა" და "გირჩი მეტი თავისუფლებამ" იმუშავეს.
ალდეს ყრილობა დუბლინში ორი დღეა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ალდე აერთიანებს ევროკავშირის წამყვან პარტიებს, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის, ესტონეთის მმართველ პარტიებს, 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, 6 ევროკომისარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელს და 79 მოქმედ მინისტრს.