საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ემზადება.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში რუმინელი თანატოლები მიიღეს და 2-0 დაამარცხეს.
სწორედ ეს ორი ქვეყანა მასპინძელობს 2023 წელს ახალგზარულ ევროპის ჩემპიონატს.
შეხვედრაში დუბლი ცოტნე კაპანაძემ გაიტანა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ამ დროისთვის 7 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 2023 წლის 9 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება.
საქართველოში მატჩებს თბილისი, ბათუმი და ქუთაისი უმასპინძლებს.
ტურნირის ფინალური მატჩი კი ბათუმში ჩატარდება.