ვენედიქტოვა: უკრაინიდან რუსეთში ბავშვების ძალდატანებით დეპორტაციის გამოძიება მიმდინარეობს

03 ივნისი 2022, 13:48 708 ნახვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რომელიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულების გამოძიებას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ იძიებენ უკრაინიდან რუსეთში ბავშვების ძალდატანებით დეპორტაციას. გენერალური პროკურატურა მოსკოვისთვის გენოციდის ბრალდების წაყენებას გეგმავს.

ვენედიქტოვას არ დაუკონკრეტებია, სავარაუდოდ რამდენი ბავშვი წაიყვანეს უკრაინიდან რუსეთში, მაგრამ უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ მაისში თქვა, რომ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთმა 210 ათასზე მეტი ბავშვი გადაასახლა.როიტერ-ის თანახმად, კრემლმა არ უპასუხა მის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ვენედიქტოვას განცხადებაზე.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი