კიდევ ერთი მედალი ალბანეთიდან

03 ივნისი 2022, 10:04 518 ნახვა

ალბანეთში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი რევაზ დავითაძემ მოუტანა, რომელმაც ბრინჯაო მოიპოვა. ატაცში დავითაძემ  171 კილოგრამი დაძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 198 კილოგრამს  გაართვა თავი და აქაც მე-4 საფეხურზე დადგა, ორჭიდის ჟამში მოგროვილი 369 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა!

დღეს ტირანას ფიცარნაგზე 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ირაკლი გობეჯიშვილი დაიცავს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი