ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია - ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ შორის არიან ბავშვთა სახლებიდან, მშობლებისგან და ოჯახებიდან წაყვანილი მოზარდები.
ბავშვთა უფლებების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი კი აცხადებს, რომ ბავშვები იძულებით გაიყვანეს რუსეთში, ბელარუსში ან დროებით ოკუპირებულ დონეცკსა და ლუჰანსკში.
გერასიმჩუკი ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევა, ვინაიდან შეიარაღებული კონფლიქტების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები ჟენევის კონვენციითაა დაცული.
ომის დაწყების დღიდან 243 უკრაინელი ბავშვია დაღუპული, 446 კი - დაჭრილი, ხოლო 139 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.