ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

01 ივნისი 2022, 22:26 719 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრატისლავაში 2-4 ივნისს იმართება.

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვა ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება. ირაკლი ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიაში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილს ასევე დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში