ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

01 ივნისი 2022, 14:46 1433 ნახვა

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის ცენტრალურ პარკში ღონისძიებები მიმდინარეობს. პატარებისთვის ქობულეთის სახელოვნებო სკოლის მუსიკალური ბენდი  სხადასხვა ნოემერს ასრულებს. გამოფენილია ბავშვების ნახატები, რამდენიმე წუთში კი დაიწყება საპნის ბუშტების შოუ. ღონისძიებების ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის გაიმართა მხიარული სტარტები.  მოგვიანებით, ქართული ანიმაციური სტუდიის კონცერტი გაიმართება. ბავშვთა დაცვის დღის ღონისძიებებისთვის ქობულეთის მერიამ ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოყო.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს შუახევშიც. აქ პატარების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები არიან მიწვეული.

კონცერტით დაიწყო ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქედაში. ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში კონცერტი სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს. შესრულდა ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. პატარებისთვის გასართობი აქტივობები გამართეს ანიმატორებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი