ნავთობის შემდეგ პუტინს კიდევ ერთი ემბარგო ელოდება. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერი აცხადებს. ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტზეც გამოცხადდეს ემბარგო.
საფრანგეთის პრეზიდენტი დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის ფონზე აცხადებს, რომ 2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს 92%-ით შეამცირებს. მაკრონი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი იმუშავებს იმაზე, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტებში დაბლოკილი უკრაინული მარცვლეულის მიწოდება განაახლოს.
ფრანგი პოლიტიკოსი ადასტურებს, რომ ევროკავშირის ახალი სანქციები რუს ოლიგარქებზე გავრცელდება, ხოლო უმსხვილესი რუსული სბერბანკი სვიფტის სისტემიდან გაითიშება.
მანამდე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკვე 1-ელ ან 2 ივნისს გამოაცხადებენ.