ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლეში გაიმართა გასართობი შოუ-პროგრამა და გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ინდივიდუალურმა მოციგურავეებმა, ასევე ფიგურულ ციგურაობის სინქრონულმა ჯგუფებმა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტში უკრაინელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.